Monday, April 4, 2011

პოეზიის დღე _ შოთაობა (საქართველოს მწერალთა კავშირი)

ოტომბერს მესხეთში სახალხო დღესასწაული ,,შოთაობა” ჩატარდა. დაჯილდოვდნენ  გაზეთ “ლიტერატურული მესხეთის” რედაქციის მიერ გამოცხადებული კონკურსის, ,,პოეზიის დღე _ შოთაობას” გამარჯვებულები. პირველი პრემია მიენიჭათმარინე თექთუმანიძეს და ლექსო დორეულს, რომელთაც გამარჯვება მიულოცეს ასპინძის მუნიციპალიტეტსი სახელით დავით ივანიძემ და კომპანია “იმედი L”-ის ახალციხის ფილიალის დირექტორმა კახაბერ ბერიძემ. მეორე პრემია მიენიჭა ნათია ჯანაშიას, მესამე პრემია კი წილად ერგოთ კატო ჯავახიშვილსბელა ქებურიასა დათამარ ლომიძეს.
თბილისის მერიის კულტურისა და სოციალური სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამსაპატიო სტუმრებს _ სომხეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს ლევონ ანანიანს და მწერალსა და მთარგმნელს, სომხეთის უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრის გამგესჰრაჩია ბაირამიანს _ გადასცა ქართული კულტურის მეგობრის დიპლომი და ოქროს მედალი.
შოთაობის დღესასწაულის ჩატარებაში უკანასკნელი წლების მანძილზე განსაკუთრებით ხაზგასმით უნდა აღნიშნოს სამცხე-ჯავახეთის მწერალთა კავშირის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ავთანდილ ბერიძის წვლილი, რომელიც დაჯილდოვდა ქართული კულტურის დესპანის სიგელით. ამავე სიგელით დაჯილდოვდა მწერალი ბეჟან ნამიჭეიშვილი.
პოეტ ავთანდილ ივანიძეს სპეციალური პრემია გადასცა მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა დიმიტრი კორძაიამ. განსაკუთრებუი პრემიები კი პოეტებს _  თამარfარჩუკიძესა და სევერიან ნადირაძეს _ საქართველოს პირველი ლედის, სანდრა ელისაბედ რულოვსის წარომადგენელმა გადასცა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია სიკეთის რაინდის წოდება, რომელსაც ყოველწლიურად შოთაობის დღესასწაულზე მწერალთა კავშირი იმ სახელმწიფო მოღვაწესა თუ ბიზნესმენს გადასცემს, რომელბმაც განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეს ქართული კულტურისადმი, მწერლობისადმი. ამ წოდების პირველი ლაურეატები გახდნენ თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა და მერიის კულტურისა და განათლების განყოფილების უფროსი შოთა მაღლაკელიძე, რომელთა თანადგომითა და მხარდაჭერით მწერალთა კავშირმა არაერთი საინტერესო პროექტი განახორციელა.
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ივანიძემ რაიონის მოსახლეობაის სახელით “ერისიონის” სამხატვრო ხელმძღვანელს ჯემალ ჭკუასელს მიულოცა ანსამბლის 125 წლის იუბილე და გადასცა სამახსოვრო საჩუქარი.

საქართველოს მწერალთა კავშირი

No comments: